“წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში სწავლება დაასრულა მეორე ბატალიონმა

(თბილისი, 10 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგელებში დასრულდა მეორე საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონის წვრთნა. დღეს რესპუბლიკის მოედანზე საზეიმო ცერემონია შედგა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე, საქართველოში აშშ-ს ელჩი რიჩარდ მაილსი, პროგრამის ხელმძღვანელი სკოტ სკემბელი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

პროგრამის ხელმძღვანელმა მადლობა მოუხადა სამხედროებს პროგრამის ფარგლებში სამხედრო წვრთნების წარმატებულად გავლისთვის.

საჩხერის მე-16 სამთო ბატალიონი “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ფარგლებში მეორეა. პირველი კოჯრის მე-11 კომანდოს ბატალიონი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)