სახელმწიფო მინისტრი ცხინვალის რეგიონში

(თბილისი, 8 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ თამარაშენში ოთხი ქართველის დაკრძალვას დაესწრნენ.

სიმონ მინიდიაშვილი და მისი სამი ვაჟი თამარაშენში 3 მაისს მოკლეს, რამაც რეგიონში ვითარება დაძაბა. სამართალდამცველები მკვლელობის მოტივებს ვერ ასახელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)