აშშ-ის საელჩო და საგარეო საქმეთა სამინისტრო პაუელის შესაძლო ვიზიტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ
(თბილისი, 29 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის მაისის თვეში თბილისში შესაძლო ვიზიტის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გააჩნიათ საქართველოში აშშ-ს საელჩოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში.
“ამის შესახებ ჩვენ შეტყობინება აშშ-დან ჯერ არ მიგვიღია და ასეთ ინფორმაციას არ ვფლობთ” – განუცხადეს “სივილ ჯორჯიას” აშშ-ს საელჩოში და სამინისტროში.
კოლინ პაუელის თბილისში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია დღეს საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს. მათი ინფორმაციით, პაუელი საქართველოში ვიზიტისას “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის მიმდინარეობისა შეფასებასა და საქართველო-აშშ-ის სამხედრო ხელშეკრულების განხილვას აპირებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)