კოსოვოში ქარველ მშვიდობისმყოფელთა რიცხვი გაიზრდება

(თბილისი, 23 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს გერმანიაში ქართველ მშვიდობისმყოფელთა ერთი ასეული გაიგზავნა, რომლებიც რამოდენიმე კვირიანი წვრთნების შემდეგ კოსოვოში ქართული სამშვიდობო ძალების ოცეულს შეუერთდება.

დღეს-დღეობით კოსოვოში, ბრიზნენთან სამშვიდობო მისიას ქართული ოცეული თურქეთის მეთაურობის ქვეშ იმყოფება.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გეგმავს კოსოვოში ნამსაკურები ჯარისკაცების ბაზაზე შექმნას სამშვიდობო ბატალიონი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)