მინისტრის ყოფილი მოადგილე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს
(თბილისი, 23 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისში 22 აპრილს საღამოს, “მრგვალ ბაღთან” ვაკეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლეს თბილისის ქონების მართვის დეპარტამენტის მეთაური, ქონების მართვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კოტე იოსელიანი.
შსს-ის ცნობით, პოლიციამ უკვე დააკავა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი, რომელიც იოსელიანის ნათესავია და საქმიანი პარტნიორიც იყო.
წინაწარი მონაცემებით, ეჭვმიტანილი, რომელიც ამჯამად საავადმყოფოშია მოთავსებული, თავად იოსელიანმა დაჭრა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)