არძინბამ ახალი პრემიერ-მინისტრი დანიშნა
(თბილისი, 22 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ვლადისლავ არძინბამ 22 აპრილს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის მთავრობის ახალი პრემიერ-მინიტსრის თანამდებობაზე რაულ ხაჯინბა დანიშნა.
ამ დანიშვნამდე ხაჯინბას თავდაცვის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მოვალეობების შემსრულებლის თანამდებობები ეკავა.
სოხუმის მთავრობის ახალმა პრემიერმა უახლოეს ორ კვირაში მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაასახელოს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია და მთავრობის მთელი შემადგენლობა ვლადისლავ არზინბამ 8 აპრილს დაითხოვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაცია “ამცახარას” კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ. ეს მოძრაობა 1992-93 წწ. ომის ვეტერანებს აერთიანებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)