ეროვნული უშიშროების საბჭო აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმას განიხილავს
(თბილისი, 19 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭო დღეს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების გეგმას განიხილავს.
“ეს კომპლექსური გეგმაა კონფლიქტის მოწესრიგების გზების შესახებ”, – განუცხადა ჟურნალისტებს საბჭოს სხდომის წინ საგანგებო დავალებათა მინისტრმა მალხაზ კაკაბაძემ.
“ეს არ არის კონკრეტული გეგმა, ეს არის მხოლოდ პროექტი, და ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ამ მიმარტულებით”, – განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა თედო ჯაფარიძემ.
დოკუმენტის კონცეპცია პარლამენტს აკუთვნის, ხოლო გეგმის პროექტი სახელმწიფო კანცელარიაშია შემუშავებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)