ჩატარდება აფხაზეთიდან დევნილების აწერა

(თბილისი, 7 აპრილი, 2003, სივილ ჯორჯია) – “ჩვენ გვჭირდება აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზის აღდგენა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს აფხაზეთში დევნილების დაბრუნების პარალელურად”, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, უკვე დაწყებულია სპეციალური ერთობლივი ჯგუფების შექმნა, რომლებიც უშუალოდ ამ საკითხებს განიხილავენ.

“ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ დევნილები უსაფრთხო გარემოში დაბრუნდნენ. ამას მოჰყვება რკინიგზის მიმოსვლის აღდგენაც, რაც ჩვენთვისაც მნიშვნელოვანი იქნება”, – აცხადებს პრეზიდენტი.

მისი თქმით, პირველ რიგში უნდა მოხდეს დევნილების ზუსტი რაოდენობის დადგენა, ამისათვის კი აფხაზებისა და ქართველების, ასევე სამშვიდობო ძალების ერთობლივი ძალისხმევით უნდა ჩატარდეს აღწერა.

This post is also available in: English (ინგლისური)