დიტერ ბოდენი საქართველოში მიმდინარე რეფორმებში პროგრესს ვერ ხედავს
(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში დიტერ ბოდენმა დღეს თბილისში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ, საქართველოში რეფორმების რეალიზაციაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება.
დიტერ ბოდენი ეუთო-ს დელეგაციაშია, რომელშიც ეუტოს წევრი 24 ქვეყნის ელჩები შედიან. დელეგაცია საქართველოში იმყოფება გასაცნობი ვიზიტით 27-29 მარტს.
“სასიამოვნოა საქართველოში დაბრუნება, მაგრამ იმედგაცრუებული ვარ, რომ ქვეყანაში არანაირი პროგრესი არ შეინიშნება”, – განუცხადა დიტერ ბოდენმა ჟურნალისტებს სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან შეხვედრის შემდეგ.
ეუთო-ს დელეგაციის წევრები საქართველოს შეხვდნენ ასევე საგანგებო დავალებათა მინისტრს მალხაზ კაკაბაძესა და პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს. შეხვედრებზე აფხაზეთში არსებული სიტუაცია განიხილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)