პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი საგადასახადო კოდექსი

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს პარლამენტმა 28 მარტს 109 ხმით პირველი მოსმენით მიიღო საგადასახადო კოდექსის ახალი პროექტი.

პროექტი, რომელიც პარლამენტს “მრეწველების” ფრაქციამ წარუდგინა, საგადასახადო კანონმდებლობის ლიბერალიზაციას ითვალისწინებს.

“მრეწველები” ამტკიცებენ, რომ ამ პროექტის ძალაში შესვლა შეამცირებს ქვეყანაში “ჩრდილოვანი ეკონომიკის” წილს.

პროექტი სამეწარმეო საქმიანობაზე არსებული გადასახადების 18-დან 4-მდე შემცირებას ითვალისწინებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)