საქართველო შეშფოთებას გამოთქვამს ერაყში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით

(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – გაეროში საქართველოს წარმომადგენლი სმოადგილემ გიორგი ვოლსკიმ უშიშროების საბჭოში გამართულ დებატებზე შეშფოთება გამოთქვა ერაყში შექმნილ ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით.

“უშიშროების საბჭოში ერაყის საკითხთან დაკავშირებით არსებული განსხვავებული მიდგომის მიუხედავად მიმდინარე მოვლენები მოითხოვს, რომ უშიშროების საბჭომ დაამტკიცოს გენერალური მდივნის წინადადებები და შეამსუბუქოს ერაყში მილიონობით ადამიანის გაჭირვება”, – განაცხადა ქართველმა დიპლომატმა ერაყში არსებული სიტუაციის განხილვისას უშიშროების საბჭოში 26 მარტს.

მან ასევე სინანული გამოთქვა, რომ კოალიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა, როგორც ბოლო შესაძლებლობა, რადგან ერაყი არ ასრულებდა უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, და ეს ახლა სერიოზული შედეგებით გვემუქრება, მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციის ჩათვლით.

“ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაეროს უშისროების საბჭოში ეფექტურობისა და ერთიანობის აღდგენა”, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)