ბრიტანეთის ელჩი მწუხარებას გამოთქვამს სარჩევნო კანონის მიღების გაჭიანურების გამო
(თბილისი, 31 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში დებორა ჯონსი მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს პარლამენტი ვერ ახერხებს საარჩევნო კოდექსის მიღებას. ამის შესახებ მან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერთან მიხეილ სააკაშვილთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“მართალია პარლამენტმა პირველი მოსმენით შეძლო საარჩევნო კოდექსის კანონპროექტის მიღება, მაგრამ შემდეგ ეს პროცესი გაჭიანურდა, რაც სამწუხაროა. საქართველომ უნდა უზრუნველყოს სამართლიანი არჩევნების ჩატარება”, – განაცხადა დებორა ჯონსმა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრის დროს მთავარი თემა არჩევნებისთვის მზადება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)