დაპირისპირება პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის

(თბილისი, 6 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესა და საქართველოს პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შორის დღეს მთავრობის სხდომაზე დაპირისპირებმა მოხდა მას შემდეგ, რაც ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტისგან ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-ის მიერ თელასის რუსული ენერგოკომპანია “რაო-ეესისთვის” მიყიდვის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოითხოვა.

“მაინტერესებს თუ რა სახის ხელშეკრულება გაფორმდა ამერიკულ და რუსულ კომპანიებს შორის, რა პრინციპით მოხდა ეს და რა ფასად მიიღებს მოსახლეობა ელექტროენერგიას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც საკუთარი სურვილით მთავრობის სხდომას დაესწრო.

“გვაცალეთ, ნუ ცდილობთ მთავრობას გაასწროთ წინ. ჯერ ჩვენც არ ვიცით ზუსტად რა ხდება. როცა გაირკვევა ყველაფერი, თქვენც გაგაგებინებთ, თუ ხელშეკრულების პირობა მიუღებელი იქნება, მაშინ გაქვთ პრეროგატივა და შეგიძლიათ მთავრობის გადაყენების საკითხიც დააყენოთ. ჯერ კი ხელშეკრულება გაფორმებული არ არის” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ყველაფერი მას შემდეგ გაირკვევა, რაც თბისლისში “რაო-ეეს”-ის გამგეობის თავმჯდომარე ანატოლი ჩუბაისი ჩამოვა. ეს ვიზიტი კი დღეს შედგება.

ამერიკულ კომპანია “ეი-ი-ეს”-სა და რუსეთის ერთიან ენერგოსისტებემს შორის ხელშეკრულება “ეი-ი-ეს”-ის ქართული აქტივების მიყიდვასთან დაკავშირებით 31 ივლისს გაფორმდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)