პარლამენტის სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო გადაიდო
(თბილისი, 7 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელი საგანგებო სხდომა ქვორუმის არარსებობის გამო მომავალი კვირისთვის გადაიდო.
ოპოზიციური და სახელისუფლებო ფრაქციების დეპუტატები სხდომის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ.
დღევანდელ სხდომას საარჩევნო კოდექსში შესატანი ის ცვლილებები უნდა განეხილა, რომლებიც გაყალბების საწინააღმდეგო ღონისძიებებს ითვალისწინებს.
პარლამენტის მომავალი სხდომა, რომელიც 12 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი, ბიუჯეტის კოტექტირების საკითხის განხილვით დაიწყება. ბიუჯეტის კორექტირება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ძირითად რეკომენდაციას წარმოადგენს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)