აშშ საქართველოსა და “გაზპრომს” შორის დადებული გარიგებით შეშფოთებულია

(თბილისი, 8 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ მაილსმა 7 აგვისტოს რუსული ენერგოკომპანია “გაზპრომის” საქართველოში შემოსვლის თაობაზე შეშფოთება გამოთქვა.

ელჩის განცხადებით, საქართველოში “გაზპრომის” შემოსვლამ არ უნდა შეაფერხოს “შაჰ-დენიზის” (თბილისი-ბაქო-ერზრუმი) პროექტის განხორციელება, რომლის საშუალებითაც მოხდება აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირება თურქეთსა და დასავლეთის ბაზარზე საქართველოს გავლით.

ივლისში ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას “გაზპრომთან”, რომელიც 25-წლიან სტრატეგიულ თანამშრომლობას ითვალისწინებს. ამ ფაქტს საქართველოს ოპოზიციური პოლიტიკური წრეების პროტესტი მოჰყვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)