საიდუმლო შეთანხმება უკრძალავდა “ეი-ი-ეს”-ს თავისი ქართული აქტივები მეზობელი ქვეყნისთვის მიეყიდა

(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის ყოფილმა მინისტრმა მიხეილ უკლებამ 9 აგვისტოს განაცხადა, რომ ამერიკულ კომპანიასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის საიდუმლო შეთანხმება არსებობდა, რომელიც უკრძალავდა “ეი-ი-ეს”-ს მიეყიდა საქართველოში არსებული მისი აქტივები მეზობელი ქვეყნებისთვის.

1999 წელს მიხეილ უკლება იმ ქართველ ოფიციალურ პირებს შორის იყო, რომლებმაც ხელი მოაწერეს “ეი-ი-ეს”-თან შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულმა კომპანიამ თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანიის 75% შეისყიდა.

“საიდუმლო შეთანხმება ნამდვილად არსებობს და “ეი-ი-ეს”-ს არ ჰქონდა უფლება გაეყიდა საქართველოში თავისი აქტივები მეზობელი ქვეყნისთვის”, – განაცხადა მიხეილ უკლებამ ენერგოკრიზისის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის სხდომაზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)