პრეზიდენტი შევარდნაძე პარლამენტს ბიუჯეტის კორექტირებისკენ მოუწოდებს
(თბილისი, 11 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – პრეზიდენტმა შევარდნაძემ თავის დღევანდელ რადიოინტერვიუში განაცხადა, რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ბიუჯეტის კორექტირება, რომელიც ხარჯების 86 მილიონი ლარით შემცირებას ითვალისწინებს.
“იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ბიუჯეტის კორექტირებას, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება ფონდის მხარდაჭერის ხელახლა მოპოვება”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ქვეყანა განაგრძობს სავალუტო ფონდთან მუშაობას და ფონდის საქართველოსთან თანამშრომლობის გაგრძელების შემთხვევაში ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა საგრძნობი იქნება.
საქართველოს პარლამენტი 2003 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს 12 აგვისტოს განიხილავს.
This post is also available in: English (ინგლისური)