რუსეთის საელჩო რუს დიპლომატზე თავდასხმას აპროტესტებს

(თბილისი, 12 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – რუსეთის ფედერაციის საელჩომ საქართველოში 12 აგვისტოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის საელჩოს პირველ მდივანზე ალექსანდრე ვალიუხზე თავდასხმის გამო.

გასულ ღამეს უცნობი შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ რუს დიპლომატს და სცადეს სამსახურებრივი მანქანა წაერთმიათ მისთვის. მას ცეცხლსასროლი იარაღის კონდახი რამდენჯერმე ჩაარტყეს თავში.

თუმცა, რუსმა დიპლომატმა შეძლო წინააღმდეგობის გაწევა, რის შედეგადაც კრიმინალები მიიმალნენ.

რუსეთის საელჩო იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)