ბურჯანაძე და ჟვანია გაერთიანების შესახებ აცხადებენ
(თბილისი, 19 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “ნინო ბურჯანაძე, რომელიც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურაა თავისი ახალი პოლიტიკური მიდგომებით ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩვენ, “გაერთიანებული დემოკრატები” ჩვენი გამოცდილებითა და განვითარებლი პარტიული ინფრასტრუქტურით, ვართ ძალა, რომელიც არჩევნებში გაიმარჯვებს”, – განაცხადა “გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერმა ზურაბ ჯვანიამ 19 აგვისტოს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძესთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
“მე ნამდვილად მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ზურაბ ჟვანიასთან ერთად ვქმნით საარჩევნო ბლოკს”, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
“ჩვენი გაერთიანება მისცემს საზოგადოებას შანსს, რომ სამართლიანი არევანი გააკეთოს საპარლამენტო არჩევნებზე [2 ნოემბერს]”, – დასძინა ჟვანიამ.
მისი თქმით, შეხვედრები ნინო ბურჯანაძესთან გაგრძელდება და 21 აგვისტოს ისინი წარმოადგენენ თავიანთ საარჩევნო სიებსა და საარჩევნო პრინციპებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)