შევარდნაძე ნანობს, რომ საქართველოში სიკვდილით დასჯა გაუქმდა

(თბილისი, 20 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს ქვეყანაში დანაშაულებათა დონის შემცირების მიზნით.

“რომ არა ევროპის საბჭო, ჩვენ არ გავაუქმებდით სიკვდილის დასჯას. მე ვხედავ, რომ რუსუდან ბერიძე [ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხებში] გაკვირვებით მიყურებს. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ კრიმინალებს აღარ ეშინიათ სასჯელის. ციმბირში ხომ ვერ გავასახლებთ”, – განაცხადა შევარდნაძემ.

სიკვდილით დასჯის გაუქმება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. საქართველო ამ ორგანიზაციის წევრი 1999 წელს გახდა.

სახელმწიფო უშიშროების და შინაგან საქმეთა მინისტრებმა ასევე მხარი დაუჭირეს კანონის გამკაცრების იდეას. “პრეზიდენტმა არ იგულისხმა, რომ სიკვდილით დასჯა საჭიროა. მან მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ კანონი უნდა გამკაცრდეს და მე მას სავსებით ვეთანხმები”, – განუცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)