საქართველოს უშიშროების შეფი მოსკოვში გაემგზავრა
(თბილისი, 26 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია 26 აგვისტოს მოსკოვს ეწვევა და თავის რუს კოლეგასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
უშიშროების მინისტრმა 25 აგვისტოს განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მთავარი თემა გატაცებებში ეჭვმიტანილი მევლუდ ჭიჭიაშვილის ექსტრადიციის საკითხი იქნება.
29 წლის ჭიჭიაშვილი ქართველმა და რუსმა სამართალდამცავებმა 24 ივნისს მოსკოვში დააკავეს.
ქართველი სამართალდამცავების თქმით, ჭიჭიაშვილი რამდენიმე გახმაურებულ გატაცებასთან კავშირშია ეჭვმიტანილი, მათ შორის არის ორი ესპანელი ბიზნესმენის გატაცებაში 2000 წელს, დეპუტატ პეტრე ცისკარიშვილისა და ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცებებში 2002 წელს.
ხაბურძანიას თქმით, ჭიჭიაშვილის ექსტრადიცია და მისი დაკითხვა მნიშვნელოვანია გატაცებების დეტალებისა და მათი შესაძლო თანამოწილეების გამოსავლენად.
უშიშროების მინისტრის განცხადებით, მხარეები ასევე განიხილავენ სიტუაციას პანკისის ხეობაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)