აფხაზეთში ვლადისლავ არძინბას ბიძაშვილი მოკლეს
(თბილისი, 3 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საინფორმაციო საშუალებების ცნობით, სოხუმის ხელისუფლების მეთაურის ვლადისლავ არძინბას ბიძაშვილი, ბიზნესმენი ლევან არძინბა, 2 სექტემბერს გუდაუთაში მოკლეს.
ყოველდღიური გაზეთის “24 საათის” ინფორმაციით, ლევან არძინბა თამბაქოს ბიზნესით იყო დაკავებული როგორც აფხაზეთში, ასევე რუსეთში და ახლო ურთიერთობა ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებასთან.
ლევან არძინბას ძმა – აკა, ასევე მოკლეს მიმდინარე წლის დასაწყისში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)