შინაგან საქმეთა მინისტრი სვანეთში არსებულ სიტუაციას საგანგაშოდ არ მიიჩნევს
(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა კობა ნარჩემაშვილმა 3 სექტემბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინფორმაცია სვანეთში არსებული კრიმინოგენული სიტუაციის თაობაზე გაზვიადებულია.
ეროვნული უშიშოების საბჭომ 22 აგვისტოს მიიღო გადაწყვეტილება სვანეთში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარების თაობაზე. მოგვიანებით პრეზიდენტმა შევარდნაძემ მოუწოდა რეგიონის მოსახლეობას მხარი დაეჭირა ოპერაციისთვის.
“ფართომასშტაბიანი ოპერაციის ჩატარება არ არის საჭირო. სიტუაცია სვანეთში ისეთივეა, როგორც საქართველოს სხვა რეგიონებში”, – განუცხადა კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)