კომანდოს ბატალიონის ჯარისკაცს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

(თბილისი, 4 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – აშშ-ის მიერ დაფინანსებული “წვრთნისა და აღჭურვის პროგრამით” მომზადებულ ჯარისკაცს მამუკა ხუროშვილს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა დეზერტირობისთვის.

იგი ასევე 1060 ლარით დაჯარიმდა – ეს ის თანხაა, რაც მის მომზადებას მოხმარდა.

სასამართლო პროცესი საჯარო იყო და ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)