ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისია მუშაობას იწყებს

(თბილისი, 5 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ახალმა 15-კაციანმა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცსკო) გუშინ პირველი სხდომა ჩაატარა და თავჯდომარის მოადგილე და კომისიის მდივანი აირჩია. გივი კომახიძე ერთხმად იქნა არჩეული კომისიის თავჯდომარის მოადგილედ. სახელისუფლებო ბლოკის წარმომადგენელი გიორგი მიქაძე კი 10 ხმით ცსკო-ის მდივნად აირჩიეს.

“ახალი მემარჯვენეები”, “გაერთიანებული დემოკრატები”, “ნაციონალური მოძრაობა”, ლეიბორისტული პარტია და ნანა დევდარიანი “ახალი მემარჯვენეების” წარმომადგენელს ელდარ გოგიაშვილს უჭერდნენ მხარს.

ცსკო-მ ასევე გადაწყვიტა დაეწყო მომზადება პარლამენის დეპუტატთა რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით დანიშნული რეფერენდუმის ჩასატარებლად.

პრეზიდენტ შევარდნაძის 3 სექტემბრის განკარგულების თანახმად, არჩევნების პარალელურად ამომრჩევლებს საშუალება ექნებათ ხმა მისცენ პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას 235-დან 150 კაცამდე.

რეფერენდუმზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ახალ პარლამენტს მოუწევს შესაბამისი ცვლილებების შეტანა საქართველოს კონსტიტუციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)