ელექტროგადამცემი ხაზი კვლავ დაზიანდა

(თბილისი, 10 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა მამუკა ნიკოლაიშვილმა 10 სექტემბერს განაცხადა, რომ დასავლეთ საქართველოში მდებარე მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი “კავკასიონი” მიზანმიმართულად იქნა დაზიანებული.

“ეს მიზანმიმართული დაზიანების მეოთხე შემთხვევაა ბოლო ოცი დღის განმავლობაში. ისევ საბოტაჟს აქვს ადგილი”, – განუცხადა მამუკა ნიკოლაიშვილმა ჟურნალისტებს.

სახელისუფულებო ბლოკის ლიდერები ელექტროგადამცემი ხაზის წინა დაზიანებებში “გაერთიანებულ დემოკრატებსა” და ნაციონალურ მოძრაობას სდებდნენ ბრალს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)