გურამ შარაძე სახელისუფლებო ბლოკს უერთდება

(თბილისი, 12 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დეპუტატი გურამ შარაძე, რომელიც რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ გახმაურებული კამპანიით არის ცნობილი, სახელისუფლებო საარჩევნო ბლოკს შეუერთდა და გლდანში იყრის კენჭს.

გურამ შარაძე ეკლესიიდან განკვეთილი მღვდლის ბასილ მკალავიშვილის მხარდამჭერია. ამ უკანასკნელს პოლიცია ეძებს რელიგიური უმცირესობების, განსაკუთრებით იეღოველთა,  წინააღმდეგ მოწყობილი თავდასხმების გამო.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა დავითაშვილი და “ბურჯანაძე-დემოკრატების” წევრი ელენე თევდორაძე ასევე გლდანის რაიონში იყრიან კენჭს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)