მამალაძე თანამდებობას ტოვებს და დეპუტატობისთვის ემზადება
(თბილისი, 18 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლევან მამალაძემ 17 სექტემბერს დატოვა ქვემო ქართლის გუბერნატორის პოსტი, რათა სახელისუფლებო ბლოკის “ახალი საქართველოსთვის” საშუალებით დეპუტატად იყაროს კენჭი.
სავარაუდოდ, მამალაძე სახელისუფლებო ბლოკის მიერ წარმოდგენილ დეპუტატობის კანდიდატთა სიის სათავეში მოექცევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)