დსთ-ის სამიტმა აფხაზეთის შესახებ დოკუმენტი მიიღო
(თბილისი, 19 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სახელმწიფოთა ლიდერებმა დღეს იალტის სამიტზე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე სპეციალური დოკუმენტი მიიღეს.
რუსეთის საინფორმაციო სააგენტოს “ნოვოსტის” ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთმა, ისევე როგორც დსთ-ის სხვა სახელმწიფოებმა, მხარი დაუჭირეს საქართველოს ინიციატივას აფხაზეთის კონფლიქტის თაობაზე დოკუმენტის მიღებასთან დაკავშირებით, რომელიც კონფლიქტის მოგვარების პრინციპებს განსაზღვრავს.
აფხაზეთის საკითხი შევარდნაძის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ შევიდა სამიტის დღის წესრიგში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)