ლატვიის პარლამენტის სპიკერი თბილისში ჩამოვიდა

(თბილისი, 22 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ლატვიის პარლამენტის სპიკერი ინგრიდა უდრე დღეს თბილისში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

ინგრიდა უდრეს უკვე ჰქონდა შეხვედრები თავის კოლეგასთან ნინო ბურჯანაძესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილთან.

ლატვიის პარლამენტის სპიკერმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაფართოებაზე მზადყოფნა გამოხატა. მისი თქმით საქართველოში დაგეგმილ 2 ნოემბირ საპარლამენტო არჩევნებს ლატვიელი დამკვირვებლებიც დაესწრებიან.

This post is also available in: English (ინგლისური)