რუსული ვეტმფრენი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა
(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, რუსულმა ვეტმფრენმა 27 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, რუსული ვეტმფრენი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ომალოში შემოიჭრა. რუსული ვეტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ამგვარ ფაქტებს არ ადასტურებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)