ჩეჩენი ლტოლვილები რეპატრიაციაზე უარს ამბობენ

(თბილისი, 30 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები კატეგორიულ უარს ამბობენ ჩეჩნეთში დაბრუნებაზე. მათი განცხადებით, ჩეჩნეთში მათი უსაფრთხოება არ იქნება დაცული.

“ჩვენ არ ვენდობით მათ [რუსეთის ხელისუფლებას]. ჩვენ მხოლოდ იმისთვის ვჭირდებით, რომ წინასაარჩევნოდ ქულები დაიწერონ. მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდებით, თუ რუსეთის ჯარი გამოვა ჩეჩნეთიდან”, – განუცხადა ერთ-ერთმა ჩეჩენმა ლტოლვილმა “სივილ ჯორჯიას” 30 სექტემბერს.

რუსეთის დელეგაცია ჩეჩნეთის საკითხთა მინისტრის სტანისლავ ილიასოვის ხელმძღვანელობით პანკისის ხეობაში 30 სექტემბერს ჩავიდა.

დელეგაციამ პანკისში თბილი ტანსაცმლისა და პროდუქტებისგან შემდგარი 20 ტონა ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანა, თუმცა ლტოლვილებმა დახმარების მიღებაზე უარი განაცხადეს.

რუსეთის დელეგაციის ჩეჩენი წარმომადგენელი პანკისში დარჩა და რეპატრიაციაზე მოლაპარაკებებს გააგრძელებს.

ეს რუსული დელეგაციის უკვე მეორე წარუმატებელი ვიზიტი იყო პანკისში. პირველი ვიზიტი სექტემბრის დასაწყისში შედგა.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
ჩეჩენი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნების ეშინიათ
ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის ინიციატივებს ეჭვით უყურებენ
მოსკოვი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას ჩქარობს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)