ცსკო დაფინანსებას მოითხოვს
(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) თავჯდომარემ ნანა დევდარიანმა დღეს განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტროს ჯერ არ დაუფინანსებია ცსკო.
“ცსკო-ს ჯერ არ მიუღია 6,5 მილიონი ლარი, რომელიც საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისთვის არის საჭირო. ორშაბათს მე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ უზენაეს სასამართლოში სარჩელს შევიტან”, – განუცხადა დევდარიანმა ჟურნალისტებს.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ მხოლოდ 200,000 ლარი გამოყო. “დაფინანსების უკმარისობა საგრძნობლად შეაფერხებს საარჩევნო პროცესს”, – აღნიშნა დევდარიანმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)