საქართველოში კვლავ ენერგოკრიზისია

(თბილისი, 4 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისს ელექტროენერგია 140 მგვტ-ი მიეწოდება, რის გამოც შუქი მხოლოდ სასიციცხლო მნიშვნელობის ობიექტებს აქვთ. ამის მიზეზად ენერგეტიკოსები ენგურჰესის შეზღუდულ რეჟიმში მუშაობს ასახელებენ.

სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მამუკა ნიკოლაიშვილის განცხადებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება რუსეთის მხარესთან ელექტროენერგიის იმპორტთან დაკავშირებით და სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში შესაძლებელი გახდება რუსეთიდან დამატებითი რაოდენობის ენერგიის მიღება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, საბითუმო ბაზრის დირექტორი ალბერტო სოლისი მიმდინარე ზამთარის პერიოდში მწვავე ენერგოკრიზისს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ ზამთარი გაცილებით უარესი იქნება ენერგომომარაგების მხრივ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)