საქართველოში უზბეკეთის პრეზიდენტი ჩამოდის
(თბილისი, 9 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – უზბეკეთის პრეზიდენტი ისლამ ქარიმოვი დღეს ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოდის.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან უზბეკეთის მთავრობის წევრები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები.
პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრის დროს მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
პრეზიდენტები ასევე განიხილავენ თანამშრომლობას სუუამ-ის [საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა] ფარგლებში.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვაჭრობასა და ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა.
1995 წელს უზბეკეთში შევარდნაძის ვიზიტის დროს პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობისა და თანამშრომლობის თაობაზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)