საარჩევნო აქტიურობა დაბალია

(თბილისი, 2 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის გია ზესაშვილის განცხადებით, მოქალაქეთა საარჩევნო აქტიურობა ძალზე დაბალია.

მისი თქმით, პირველადი მონაცემები მოქალაქეთა პროცენტული მონაწილეობის შესახებ პირველი საათისათვის გახდება ცნობილი.

გია ზესაშვილის აზრით, დაბალი საარჩევნო აქტიურობის ძირითად მიზეზს აღმოსავლეთ საქართველოში ცუდი მეტეოროლოგიურო პირობები და ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის დღის საათებში ტრანსლაცია წარმოადგენს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)