კონსულტაციები ხმების გადათვლასთან დაკავშირებით
(თბილისი, 2 ივლისი, “სივილ ჯორჯია”) – დღეს პარლამენტში თბილისში გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ხმების გადათვლასთან დაკავშირებით ფრაქციათა ლიდერებსა და ცსკო-ს წარმომადგენლებს შორის კონსულტაციები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის განცხადებით, ხმების გადასათვლელად საჭიროა შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, ხოლო ხმების მთლიანად დათვლას დაახლოებით ორი თვე დასჭირდება. 4 ივლისს სცკო-ს სხდომა გაიმართება, რომელზედაც ხმების გადათვლის წესს განიხილავენ. ხმების გადათვლის პროცესზე, სავარაუდოდ, მასმედიის წარმომადგენლები იქნებიან დაშვებულნი. ნაციონალური მოძრაობა ახალი შემადგენლობის საკრებულოს მუშაობის დაწყებას მოითხოვს. პრეზიდენტის მხარდამჭერი ფრაქციები კი საკრებულოს ძველი შემადგენლობისთვის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას ითხოვენ. წინა მოწვევის საკრებულოს უფლებამოსილების ვადა 20 ივნისს შეუწყდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)