ქართველი ჟურნალისტები აზერბაიჯანში მედიაზე თავდასხმას გმობენ
(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს დამოუკიდებელი პრესის წარმომადგენლებმა 20 ოქტომბერს განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც ისინი აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მასმედიის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების ფაქტებს გმობენ.
“ჩვენ შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენი კოლეგების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომლებიც აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნების დროს დააკავეს”, – ნათქვამია განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, 15-16 ოქტომბერს ათობით ჟურნალისტზე მოხდა თავდასხმა, ბევრი მათგანი პოლიციამ დააკავა.
ქართული მედიის წარმომადგენლები მოუწოდებენ აზერბაიჯანის მთავრობას შეაჩეროს მედიაზე ზეწოლა და უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება აზერბაიჯანში.
20 ოქტომბერს ქართველმა ჟურნალისტებმა თბილისში აზერბაიჯანის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია ჩაატარეს. აქციის მონაწილეებმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)