ევროკავშირის წარმომადგენელი თბილისში ჩამოდის
(თბილისი, 22 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჰეიკი ტალვიტიე დღეს ექვსდღიანი ვიზიტით თბილისში ჩამოდის.
ვიზიტის დროს იგი ქვეყანაში არსებულ სიტუაციას გაეცნობა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა პრეზიდენტ შევარდნაძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ირაკლი მენაღარიშვილთან და საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებთან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)