საქართველო და ისრაელი თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ
(თბილისი, 28 ოქტომბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, რომელიც ოფიციალური ვიზიტით ისრაელში იმყოფება, 27 ოქტომბერს თავის ისრაელელ კოლეგას სილვან შალომს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობისა და რეგიონალური საკითხები განიხილეს.
“ისრაელს და საქართველს ორივეს ბევრის მიღება შეუძლია სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობებისგან. მე დიდი სურვილი მაქვს ჩემს კოლეგასთან ერთად ისეთი ინიციატივების განვითარებას შევუწყო ხელი, როგორიცაა, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი”, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა 27 ოქტომბერს მენაღარიშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ტერორიზმის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)