ბურჯანაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
(თბილისი, 24 ნოემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე დღეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ბრიუს ჯორჯს შეხვდა, რომელიც თბილისში 21 ნოემბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების მისიით ჩამოვიდა. ბრიუს ჯორჯმა, რომელიც თბილისში 1999 წლის საპარლამენტო არჩევნების დროსაც იმყოფებოდა, განაცხადა, რომ 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები ბევრად უარესი იყო. მან იმედი გამოთქვა, რომ მომავალი არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდება.
ბრიუს ჯორჯმა თავი შეიკავა არსებული სიტუაციის კომენტირებისგან, თუმცა განაცხადა, რომ ნინო ბურჯანაძე კვლავ რჩება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)