პრეზიდენტის პრეს-მდივანი: ბერეზოვსკის ვიზიტი ხელისუფლებასთან კავშირში არ არის
(თბილისი, 3 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – მოქმედი პრეზიდენტის პრეს-მდივანი გიორგი არველაძე აცხადებს, რომ ბორის ბერეზოვსკის მიერ თბილისში განხორციელებულ მოკლე ვიზიტს არანაირი კავშირი “საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებასთან არ გააჩნია.” “თუ მოხდა ბერეზოვსკის საქართველოში კანონის დარღვევით შემოსვლა, აუცილებლად დაისჯებიან პასუხისმგებელი პირები. ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ჯემალ გახოკიძეს დაევალა შეისწავლოს აღნიშნული საკითხი ორი დღის ვადაში” – განაცხადა დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გიორგი არველაძემ. მან დაადასტურა, რომ ბერეზოვსკი თბილისში ბადრი პატარკაციშვილს შეხვდა, თუმცა დასძინა, რომ “საუბრის შინაარსის შესახებ ინფორმაციას ჩვენ არ ვფლობთ.” ლონდარიძის თქმით, ბერეზოვსკი არ იძებნება საქართველოს მიერ, ამგვარად მას სავიზო პრობლემები არ შექმნია. ბერეზოვსკის ხუთსაათიანი ვიზიტის სხვა დეტალები უცნობია.
საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა შალვა ლონდარიძემ განუცხადა “სივილ ჯორჯიას”, რომ ბერეზოვსკი, რომელიც რუსეთის მიერ სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისებისთვის იძებნება, თბილისში შუაღამისას ჩამოვიდა და დედაქალაქი 3 დეკემბერს დილის 5 საათზე დატოვა.
შალვა ლონდარიძის განცხადებით, ბერეზოვსკი თბილისში ლონდონიდან პატარკაციშვილის კუთვნილი თვითმფრინავით ჩამოფრინდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)