შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ბანკირი გამოსასყიდისთვის გაიტაცეს
(თბილისი, 6 დეკემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი ბარამიძემ 5 დეკემბერს განაცხადა, რომ “გაერთიანებული ქართული ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე თამაზ მაღლაკელიძე, სავარაუდოდ, გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს. თამაზ მაღლაკელიძე შეიარაღებულმა პირებმა 5 დეკემბერს დილით გაიტაცეს. “გაერთიანებული ქართული ბანკის” თბილისის ერთ-ერთი ფილიალი 4 დეკემბერს დაუდგენელმა პირებმა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ბანკიდან 50 000 აშშ დოლარი წაიღეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)