საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს ტარდება
განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები 28 მარტს ჩატარდება. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულოებელმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომელიც ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა პარტიების ხელმძღვანელებთან ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავდა.
“ჩვენ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გავითვალისწინეთ ზოგიერტი პარტიის წარმომადგენელის მოთხოვნა არჩევნების აპრილის ან მაისის თვეში გადატანის შესახებ, რადგანაც უმოკლეს პერიოდში უნდა მოხდეს კანონიერების აღდგენა და პოლიტიკური ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში ჩადგომა” – განაცხადა დღეს ნინო ბურჯანაძემ.
იგი იმედოვნებს, რომ პარტიები არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში შეძლებენ მომზადებას და კონკურენტუნარიანი გარემო შეიქმნება.
განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება უზენაესი სასამართლოს მიერ 2 ნოემბერის პროპორციული არჩევნების შედეგების გაუქმებამ განაპირობა. 28 მარტს არჩევნები მხოლოდ პროპორციული წესით ჩატარდება.
არჩევნების გადადებას ითხოვდნენ “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო”, “ახალი მემარჯვენეები” და “დემოკრატიული აღირძიენბის კავშირი”, თუმცა ნინო ბურჯანაძესთან 8 იანვარს გამართული კონსულტაციების შემდეგ, მოულოდნელად, „აღორძინებამ“ პოზიცია შეცვალა და არჩევნების მარტში გამართვას დაუჭირა მხარი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)