პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ირაკლი ჩუბინიშვილი თავისი ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.


ირაკლი ჩუბინიშვილი „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრია.


„როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, მე გავაკონტროლებ პრეზიდენტის ბრძანებულებების განხორციელებას და კოორდინაციას გავუწევ პრეზიდენტსა და კაბინეტს შორის, ასევე პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობებს“, – განუცხადა ირაკლი ჩუბინიშვილმა ჟურნალისტებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)