ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს მისია საქართველოს ეწვია

ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს დელეგაცია საქართველოში ჩამოვიდა, რათა ქართველი მესაზღვრეების მიერ 2002 წლის აგვისტოში დაკავებული 13 ჩეჩენის საქმეები შეისწავლოს.
 
13 ჩეჩენთაგან 5 რუსეთში იქნა ექსტრადირებული. ექსტრადირებულთა განცხადებით, მათი გადაცემა რუსული მხარისათვის, სადაც სიკვდილით დასჯა ჯერ არ გაუქმებულა, უკანონოდ მოხდა და მათ სიცოცხლეებს სერიოზული საფრთხე ემუქრება.


ევროპის სასამართლოს მისიის მიზანია ჩვენებები აიღოს რუსეთში ექსტრადირებული და საქართველოში პატიმრობაში მყოფი ჩეჩნებისგან, ასევე მოწმეებისგან.


ევროპის სასამართლოს მისიის ვიზიტი საქართველოში 2003 წლის ოქტომბრის ბოლო კვირას იყო დაგეგმილი, თუმცა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების გამო გადაიდო.


საქართველოში ანალოგიური მისიით ასევე ჩამოვიდა რუსეთის დელეგაცია სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის  ოფიციალური წარმომადგენლის პაველ ლაპტევის ხელმძღვანელობით. 


ევროპის სასამართლოს მისიის ვიზიტი რუსეთშიც არის დაგეგმილი.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)