უკრაინა სააკაშვილისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 24 მარტს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით უკრაინასა და ჩეჩნეთში აჭარის ხელმძღვანელობის მიერ მებრძოლების დაქირავების თაობაზე.
„უკრაინის მთავრობა შეშფოთებულია სააკაშვილის ამგვარი განცხადებით და პროტესტს გამოთქვამს ამის თაობაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ იელჩენკომ 24 მარტს.
„უკრაინა კატეგორიულად უარყოფს საკითხის ამგვარი დაყენების ჰიპოთეზურ შესაძლებლობასაც კი“, – განაცხადა იელჩენკომ უკრაინაში საქართველოს ელჩთან გრიგოლ ქათამაძესთან შეხვედრისას, რომელიც უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალურად დაიბარეს სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას სასწრაფოდ ახსნა-განმარტების გაკეთება მოსთხოვა საკითხთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჭარის ხელმძღვანელობის მიერ უცხოელი მებრძოლების დაქირავების თაობაზე განცხადება 24 მარტს გააკეთა.
აჭარის ლიდერმა პრეზიდენტის განცხადებას აჭარაში შეჭრის წინ შესავალი უწოდა და დასძინა, რომ ცენტრალური ხელისუფლება აჭარაში შეიარაღებული შეჭრას ამზადებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)