თბილისსა და ბათუმს შორის მოლაპარაკებები განახლდება
პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ვანო მერაბიშვილი 13 აპრილს ბათუმში ჩავლენ და ავტონომიის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან მოლაპარაკებებს გამართავენ.
ამის შესახებ აბაშიძემ 11 აპრილს აჭარის ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით განიხილიება ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის შესახებ დოკუმენტს.
აბაშიძემ კიდევ ერთხელ მოითხოვა საზღვაო ბანკის გაყინული ანგარიშების ამოქმედება. ეროვნულმა ბანკმა საზვაო ბანკის ანგარიშები მას შემდეგ გაყინა, რაც გენერალურმა პროკურატურამ ბანკი არალეგალურ ფინანსურ ოპერაციებში დაადანაშაულა.
ასევე მოსალოდნელია, რომ მოლაპარაკებებისას განიხილავენ აბაშიძის შეიარაღებული რაზმების განიარაღების საკითხსაც.
9 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა კატეგორიულად გააფრთხილა აბაშიძე დაშალოს შეიარაღებული ჯგუფები, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის უზენაესი საბჭოს დათხოვნითა და ავტონომიურ რესპუბლიკაში ვადამდელი არჩევნების ჩატარებით დაემუქრა.
პრემიერ-მინისტრი ჟვანია აჭარაში ჩასვლას გასულ კვირას გეგმავდა, თუმცა ვიზიტი გადაიდო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)