პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთში დსთ-ს სამიტს დაესწრება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დღეს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთში გაემგზავრა. იგი ყირგიზეთში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) მთავრობების მეთაურთა სამიტს დაესწრება.
დსთ-ს სამიტზე მთავრობების წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. პრემიერ-მინისტრს ასევე თან ახლავს სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკურ საკითხებში ჯამბულ ბაკურაძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)