თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთი სამხედრო წრთვნებს მართავს

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ჯავის რაიონში, რომელსაც ოსური მხარე აკონტროლებს, შერეული ძალების ერთობლივი სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს. წვრთნების ამსახველი კადრები პირველად რუსულმა ტელეკომპანიებმა, შემდგომ კი დამოუკიდებელმა ქართულმა არხებმა “რუსთავი2“-მა და “იმედმა“ გაავრცელეს.
 
“ჯავაში მიმდინარეობს შერეული სამხედრო წვრთნები, რომელშიც ათეულობით სამხედრო  იღებს მონაწილეობას. ჩვენ მზად ვართ სიტუაციის ნებისმიერი გზით განვითარებისთვის, თუმცა არ დავუშვებთ საომარი მოქმედებების დაწყებას“, განაცხადა დღეს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ.
 
სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოფიციალურ ვებ გვერდზე 12 ივლისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ადგილობრივ ოს სამხედროებთან ერთად წვრთნებს გადიან ასევე თვითგამოცხადებული რესპუბლიკა აფხაზეთის, დნესტრისპირეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის და ჩრდილოეთ ოსეთის სამხედრო შენაერთები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)